რა არის DLE?

რა არის DLE?

დამატების თარიღი: 2021

კატეგორია: ისწავლე აქ

ავტორი: UIIGBLO

მოთხოვნა?: აქტიური

ფასი: 

  |   რეიტინგი: 0  

ამ თემას ვხსნი იქიდან გამომდინარე, რომ უამრავ ვებ-გვერდზე სადაც შევსულვარ ეს იქნებოდა ფორუმი თუ სხვა ტიპის, მინახავს ბევრი უაზრო პოსტი იმის შესახებ რომ DLE არის სკინი და მეტი არაფერი.DLE იგივე DataLife Engine წარმოადგენს რუსულ კომპანიას, რომელიც აწარმოებს ამ ცნობილ და მეტად გავრცელებულ ძრავებს რაღათქმაუნდა სერიული ნომრების მიხედვით. ძრავის წარმოებაში გამოყენებულია თანამედროვე პროგრამული ენები და ტექნოლოგიები, როგორიცაა: Php-Hypertext Preprocessor, Mysql - relational database management system (RDBMS), java[ertad]script - functional programming language და ა.შ. როგორც ვხედავთ DLE წარმოადგენს თანამედროვე და დახვეწილი პროგრამული ენებით და ტექნოლოგიებით აღჭურვილ ადვილად მოსახმარ სამართავ ძრავს.
DLE-ს წარმოებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით იმ პროგრამისტებს, რომლებიც მუშაობენ აღნიშნულ კორპორაციაში და ყოველდღიურად განახლებები შეაქვთ ახალ-ახალ ვერსიებში, რომელთა გამოშვებასაც მომავლისთვის გეგმავენ.
როგორც ასეთი კორპორაციის შტატი მოიცავს არა თითოოროლა პროგრამისტს არამედ 100 ან სულაც 200 კვალიფიციური და ამ სფეროში გამოცდილი პროგრამისტებისგან დაკომპლექტებულ ერთ მთლიად ჯგუფს, რომელთაც აქვ მიზანი შექმნან დახვეწონ და განავითარონ თავიანთი პროდუქცია. ფუნქციების გადანაწილებას რაც შეეხება ყველას აქვს საკუთარი საქმე, მაგალითად ძრავის ბირთვზე ერთი კონკრეტული ჯგუფი მუშაობს, ვიზუალურ მხარეზე მეორე, საძიებო სისტემის ჩაშენებაზე კიდევ სხვა და ა.შ. საქმისადმი ამგვარი მიდგომა მნიშვნელოვნად აადვილებს პროდუქციის სისრულეში წარმატებით მოყვანას.
ისიც უნდა აღინიშნოს რომ კომპანიან მნიშვნელოვანი განვითარება განიცადა წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნისსა და პროდუქციის საფუძველზე. პირველ ვერსიებში შეინიშნებოდა უამრავი შეცდომა რაც ხელს უშლიდა ძრავის გამართულ და სტაბილურ მუშაობს, მაგრამ თანდათანობით უფრო მაღალი ვერსიების გამოსვლასთან ერთად ძრავმა განიცადა ევოლუცია და ამჟამად შეცდომების დაშვების დონე მინიმუმამდეა დაყვანილი. ზოგმა გამოუცდელმა შეიძლება დასვას კითხვა რა საჭიროა განახლება როცა არსებობს რომელიმე კონკრეტული მუშა ვერსია? უნდა გვახსოვდეს რომ სანამ მძგავს კითხვას დავსვავთ კარგად უნდა გავაანალიზოთ ის გარემოება, რომ თანდათან ყველაფერი წინ მიდის ვითარდება და შესაბამისად განახლებასაც განიცხდის. თუ კი ჩვენ ისევ ძველ ვერსიას გამოვიყენებთ შესაძლოა დიდი უსიამოვნება შეგვხვდეს მაგ: ჰოსტინგის სისტემასთან, რომელიც განახლებულია და საჭიროებს ასევე განახლებული პლატფორმის ძრავს რომელიც მასზე გაეშვება და პარალელურ რეჟიმში სტაბილურ მუშაობას უზრუნველყოფს. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა თუ რატომ უნდა მოხდეს პროდუქციის სისტემატიური განახლება საერთო განახლებების პარალელურად. განახლებაში ცუდი არაფერია, პირიქით თანდათანობით ახალი ტექნოლოგია ცვლის ძველს და შესაბამისად პროდუქციის ხარისხიც მატულობს. პროდუქტი უფრო სწრაფი და მარტივად მოსახმარი ხდება. ადვილად და მარტივად შეიძლება რაიმე ცვლილების შეტანა და ა.შ.
SEO საძიებო სისტემას რაც შეეხება არ შეიძლება რომ ამ პუნქტს არ დავუთმოთ თუნდაც ერთი აბზაცი. DLE- ძრავებში მოგეხსენებათ ინტეგრირებულია სხვადასხვა საძიებო სისტემები, ძირითადში კი ძრავი მიმართულია google -ის საძიებო სისტემაზე, რომელიც თითო სიმბოლოს, თითო ტერმს სკანირებას უკეთებს და შეაქვს ცვლილებები ერთ მთლიან ბაზაში, რომელიც ხელმისაწვდომია და ღიაა მომხმარებლისთვის. საძიებო სისტემა ხელს უწყობს ძრავზე არსებული ვებ-გვერდის პოპულარიზაციას და წარმოადგენს მარკეტინგულ გასაღებს. ლოგიკურია როცა საძიებო სისტემა გამართულად მუშაობს უფრო და უფრო მეტი ხალხი გებულობს ყოველდღიურად თქვენი საიტის შესახებ და შესაბამისად პოტენციური მომხმარებლის რაოდენობაც იზრდება, ეს ყველაფერი კი საძიებო სისტემის დამსახურებაა.
SEO-ს ინტეგრაცია ასევე ხდება ხელით, მაგრამ გვიწევს keyword-ების და სხვა წვრილმანების გათვლა ასე რომ როდესაც ძრავში ინტეგრირებულია საძიებო სისტემა, ზედმეტ პრობლემას აღარ წარმოადგენს მისი გამოყენება, მხოლოდ და მხოლოდ საჭიროა საძიებო სიტყვების keyword-ების მითითება, უმეტეს შემთხევაში კი ძრავი ავტომატურ რეჟიმში ახდენს keyword-ების ჯენერაციას.
ეხლა კი რაც შეეხება სკინს ანუ დიზაინს - DLE-ძე შესაძლებელია საკუთარი ხელით დაწერილი ან დახატული დიზაინის მორგება. ყოველივე ამისთვის შემოღებულია ფუნქციები, რომლებიც უზრუნველყოფენ საკუთარი გემოვნების მიხედვით დიზაინის შექმნას და მის მუშაობას ხსენებულ ძრავზე. ფუნქციების გადაწყობა ძალიან მარტივია, მაგალითად ერთ-ერთი ფუნქცია რომელიც წარმაოდგენს სიახლეების მოკლე და სრული აღწერის ფორმას წარმოდგენილია {info}{content} ამ ტეგის სახით, რომელიც უკავშირდება ძრავის ბირთვში წინასწარ აწყობილ სქემას და მისი მეშვეობით შედეგი გამოაქვს არსებულ დიზაინშზე. როგორც ამ კონკრეტული შემთხვევით ვრწმუნდებით კორპორაცია მაქსიმალურად ცდილობს, ძრავის კოდი ადვილი მოსახმარი გახდეს მომხმარებლისთვის.
როგორც ასეთი DLE-ს სტანდარტულად მოყვება რამოდენიმე სკინი, რომლებშიც გამოყენებულია Html/Css/java[ertad]script/Xml და სხვა ტექნოლოგიები, რომლებიც აგებენ პასუხს, ტექსტების, გრაფების, ცხრილების გაფორმებაზე და ა.შ.
რაში გამოიყენება DLE? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად საკმარისია თვალი გადავავლოთ ვებ სამყაროში არსებულ გასართობი ტიპის საიტებს და დავაკვირდეთ მათ მუშაობას, რომ ნათელი გახდება DLE-ს მაღალ ფუნქციონალობა და გამოყენების მაღალი მაჩვენებული.

DLE-ს ოფიციალური ვებ-გვერდი: http://dle-news.ru

კომენტარები: 0

კომენტარის დამატება ფორმის

reload, if the code cannot be seen