რა არის HTML

რა არის HTML

დამატების თარიღი: 2021

კატეგორია: ისწავლე აქ

ავტორი: UIIGBLO

მოთხოვნა?: აქტიური

ფასი: 

  |   რეიტინგი: 0  

HTML (HyperText Markup Language) წარმოადგენს ჰიპერტექსტური მარკირების ენას, რომელიც ძირითადად გამოიყენება ინტერნეტის ქსელის დოკუმენტების შესაქმნელად. HTML სათავეს იღებს გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, როგორც ვებგვერდების შესაქმნელი პრიმიტიული ენა, ხოლო დღეისთვის ინტერნეტი წარმოუდგენელია ამ ენის გარეშე. საიტების აბსოლუტური უმრავლესობა ასე თუ ისე იყენებს HTML-ს.2014 წელს ოფიციალურად დასრულდა მუშაობა ახალ სტანდარტზე - HTML5-ზე, რომელმაც ფაქტიურად რევოლუციური ცვლილებები შეიტანა HTML-ში.
კონკრეტულად რა მოიტანა HTML5-მა?

  • HTML 5-მა განსაზღვრა პარსინგის ახალი ალგორითმი DOM-ის (Document Object Model) სტრუქტურის შესაქმნელად;
  • ახალი ელემენტების და ტეგების დამატება, როგორიცაა ელემენტები video, audio და სხვა;
  • HTML-ის არსებული ელემენტების გამოყენების წესების და სემანტიკის ხელახალი განსაზღვრა.
ახალი ფუნქციების დამატებით HTML5 გახდა არა უბრალოდ HTML-ის ახალი ვერსია, არამედ ფაქტიურად გახდა პლატფორმა პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად, ხოლო მისი გამოყენების სფერო შორს გასცდა ინტერნეტის ფარგლებს: HTML5 გამოიყენება მობილური აპლიკაციებისთვის ანდროიდის, iOS, Windows Mobile ბაზაზე, ასევე დესკტოპ-პროგრამების შესაქმნელადაც.
საბოლოოდ, HTML5 ძირითადად გამოიყენება შემდეგი დანიშნულებით:
  • HTML5, როგორც ჰიპერტექსტური მარკირების განახლებული ენა, როგორც წინა HTML4-ის განვითარება;
  • HTML5, როგორც მძლავრი პლატფორმა ვებაპლიკაციების შექმნისთვის, რომელიც HTML5-თან ერთად ასევე მოიცავს პროგრამირების ენა jаvascript -ს და სტილების კასკადურ ცხრილებს CSS3-ს.
HTML5-ის განვითარებით დაკავებულია World Wide Web Consortium (შემოკლებით W3C  - მსოფლიო ქსელის კონსორციუმი) - დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც განსაზღვრავს HTML5-ის სტანდარტებს სპეციფიკაციების სახით. მიმდინარე სრული სპეციფიკაციის ნახვა შესაძლებელია მისამართზე https://www.w3.org/TR/html5/.
ბრაუზერების მხარდაჭერა
უნდა აღინიშნოს, რომ HTML5-ის სპეციფიკაციებსა და ვებბრაუზერების მიერ ამ ტექნოლოგიების გამოყენებას შორის ყოველთვის იყო სხვაობა, თუმცა ბრაუზერების უმეტესობამ ამ სტანდარტების დანერგვა დაიწყო ჯერ კიდევ მის ოფიციალურად გამოქვეყნებამდე და დღეისათვის ბრაუზერების ბოლო ვერსიების უმრავლესობა იყენებს HTML5-ის ფუნქციონალის უმეტეს ნაწილს (Google Chrome, Firefox, Opera, Internet Explorer 11, Microsoft Edge), ამასთნ ბრაუზერების ძველ ვერსიებს არ გააჩნიათ HTML5-ის მხარდაჭერა, მაგალითად Internet Explorer 8 და უფრო ადრეული ვერსიები, ხოლო IE 9, 10-ს გააჩნია სტანდარტების მხოლოდ ნაწილის მხარდაჭერა.
ამასთან, იმ ბრაუზერებს, რომელთაც გააჩნიათ HTML5-ის სტანდარტების მხარდაჭერა, შესაძლოა არ გააჩნდეთ კონკრეტული ელემენტების მხარდაჭერა და ეს უნდა გავითვალისწინოთ მუშაობისას.
ბრაუზერის მიერ HTML5-ს სტანდარტების მხარდაჭერის დონის შემოწმება შესაძლებელია სპეციალური სერვისის მეშვეობით მისამართზე: http://html5test.com.

საჭირო ინსტრუმენტები

რა არის საჭირო HTML5-თან სამუშაოდ? პირველ რიგში საჭიროა ტექსტური რედაქტორი ვებგვერდის html-ის ტექსტის ასაკრეფად. ამ დროისათვის ერთ-ერთი ტექსტური რედაქტორი, რომელიც ფართოდ გამოიყენება არის Notepad++, მისი ნახვა და გადმოწერა შეიძლება შემდეგი მისამართიდან: http://notepad-plus-plus.org. მისი უპირატესობა მდგომარეობს იმაში რომ არის უფასო და გააჩნია კოდის შემოწმების ინსტრუმენტები.
ასევე ფართოდ გამოიყენება კროსპლატფორმული ტექსტური რედაქტორი Visual Studio Code. მას გააჩნია უფრო მეტი შესაძლებლობები, ვიდრე Notepad++-ს და ასევე არის უფასო, გარდა ამისა, მისი გამოყენება შეიძლება როგორც Windows-ში, ასევე MacOS-ში და Linux-ის ბაზაზე არსებულ ოპერაციულ სისტემებში. ამ სახელმძღვანელოს შექმნის პროცესში გამოყენებულ იქნა Visual Studio Code.
ასევე დაგვჭირდება ვებბრაუზერი შექმნილი ვებგვერდების გაშვებისა და შემოწმებისთვის. ამ მიზნებისთვის გამოდგება ნებისმიერი გავრცელებული ბრაუზერი - Google Chrome, Mozilla Firefox, Microsoft Edge, Opera.

კომენტარები: 0

კომენტარის დამატება ფორმის

reload, if the code cannot be seen